რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვია მზადაა, რუს სამხედროებს, რომლებიც უარს იტყვიან ბრძოლაზე, თავშესაფარი შესთავაზოს

ლატვია მზადაა, რომ რუს სამხედროებს, რომლებიც უარს იტყვიან უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლასა და იარაღის გამოყენებაზე, თავშესაფარი შესთავაზოს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ ჰერაშენკომ განაცხადა.

"ლატვია მზადაა, რომ იმ რუს სამხედროებს, რომლებიც უარს იტყვიან უკრაინის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, თავშესაფარი შესთავაზოს. რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან, მათ არ სურთ ბრძოლა. იმის შანსი, რომ რუსეთიდან წავიდნენ და ევროპაში იცხოვრონ, მათთვის გადარჩენის ტოლფასი იქნება". - ამბობს მინისტრის მრჩეველი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები