რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 352 ადამიანი გარდაიცვალა, 1 684 კი დაიჭრა

OLFGANG SCHWAN / GETTY IMAGES

27 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 352 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 14 კი ბავშვი იყო. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო მოქმედებების შედეგად 1 684 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 116 ბავშვია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები