რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ესროლეს მანქანას, რომელშიც 5 ადამიანი, მათგან 3 ბავშვი იჯდა – გარდაცვლილია ქალი

Unian

უკრაინაში, სუმის ოლქში, რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს მანქანას, რომელშიც ქალი და 3 ბავშვი იჯდა. სროლის შედეგად ქალი გარდაიცვალა. 

უნიანის ინფორმაციით, ამის შესახებ სუმის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, დმიტრი ჟივიცკი წერს.  

"სუმის აეროპორტთან რუსმა სამხედროებმა მანქანას გაუხსნეს ცეცხლი. მანქანაში ორი ზრდასრული და სამი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. ქალი თავში დაიჭრა და გარდაიცვალა". - წერს ის ტელეგრამის არხზე. 

მისივე ცნობით, ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები