შუალედური არჩევნები 2022

ჯაფარიძე: ვაჩერებ საარჩევნო კამპანიას – მოვუწოდებ მთავრობას, გადადოს შუალედური არჩევნები

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

ლელოს ლიდერისა და რუსთავში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, იგი აჩერებს საარჩევნო კამპანიას და ხელისუფლებას მოუწოდებს, 2 აპრილს დაგეგმილი შუალედური არჩევნები გადადოს. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საარჩევნო კამპანიის წარმოება შეუძლებელია.

"ამ ვითარებაში, როდესაც მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები არიან უკიდურესად დასტრესილები, დაზაფრულნი, საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლებელია. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები, რადგან ასეთ მდგომარეობაში, პრაქტიკულად, საგანგებო მდგომარეობაში შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა". – თქვა ჯაფარიძემ.

15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რის შემდეგაც მან თქვა, რომ შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნებოდა.

კომენტარები