რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში, სუმის ოლქში რუსულმა ტანკმა ცეცხლი სამოქალაქო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა

სუმის ოლქში, ახტირის რაიონში რუსულმა ტანკმა ცეცხლი გაუხსნა ავტობუსს, რომელშიც მოქალაქეები ისხდნენ. ინფორმაციას სუმის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი ავრცელებს.

"სასწრაფო დახმარებას მათთან ახლა არ უშვებენ. მიდამო დანაღმულია, ტრანსპორტით ვერ მივლენ. ახლა ოჯახის ექიმები მათთან შესახვედრად სამედიცინო პუნქტებიდან ფეხით მიდიან. შეეცდებიან, სასწრაფოს მისვლამდე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ." - წერს ჟივიცკი.

ჟივიცკის ინფორმაციით, სუმში ხარკოვის მიმართულებით ბრძოლები მიმდინარეობს. ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები