რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ქალაქ ხარკოვს უკრაინა სრულად აკონტროლებს

ხარკოვი
Объектив

ქალაქ ხარკოვს უკრაინის ძალები სრულად აკონტროლებენ. ქალაქში მუშაობენ შეიარაღებული ძალები, პოლიცია, ტერორიზმისგან თავდაცვის რაზმები. მიმდინარეობს ქალაქის გაწმენდა რუსული სამხედრო ძალებისგან.

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსული ძალები დემორალიზებულია. ქალაქში რუსი სამხედროები ტოვებენ მძიმე ტექნიკას და 5-10 კაციან ჯგუფებად ბარდებიან უკრაინულ მხარეს.

ქალაქ ხარკოვში რუსეთის საოკუპაციო ძალების 27 თებერვლის დილით შევიდნენ. ქალაქის ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობდა.

ოლქში მიმდინარე მდგომარეობის ქალაქი ჩუგუევი მთლიანად უკრაინის კონტროლქვეშაა. რუსეთის თავდასხმები გრძელდება ლიპეცკის, ბოლჩანსკის და ბელგოროდსკის მიმართულებით. ფიქსირდება რუსული ტექნიკის ცალკეული კოლონები. უკრაინის შეიარაღებული ძალების თავის პოზიციებზე აქტიურად იბრძვიან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები