რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა

ვლადიმირ პუტინი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო, ვლადიმირ პუტინს ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსს უჩერებს.

გადაწყვეტილება ასევე ეხება პუტინის ფედერაციის ელჩის სტატუსს.

პუტინი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი 2008 წელს გახდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები