რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იარაღი, საწვავი, სამხედრო მასალა – ბელგიის, სლოვაკეთის, ნიდერლანდების დახმარება უკრაინას

უკრაინის არმიის რეზერვისტი სამხედრო წვრთნების დროს
EPA

ბელგია, ნიდერლანდები და სლოვაკეთი უკრაინას იარაღით, სამხედრო მასალით და საწვავით ეხმარებიან.

ბელგია უკრაინულ ძალებს 2 000 ტყვიამფრქვევსა და 3 800 საწვავს მიაწვდის. ასევე, ბელგია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად რუმინეთში 300 სამხედროს განათავსებს.

"ბელგია იღებს პასუხისმგებლობას და NATO-ს სწრაფი რეაგირების ფარგლებში, რომელიც გუშინ გააქტიურდა, რუმინეთში 300 ბელგიელი ჯარისკაცს განათავსებს." – აღნიშნა ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ.

სლოვაკეთი უკრაინას 11 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალასა და საწვავს მიაწვდის. თავდაცვის მინისტრ იაროსლავ ნადის თქმით, სლოვაკეთის დახმარება 120-მილიმეტრიანი კალიბრის 12 000 ჭურვს, 10 მილიონ ლიტრ დიზელის და 2.4 მილიონ ლიტრ თვითმფრინავის საწვავს მიაწვდის.

ნიდერლანდები კი უკრაინას 400 ერთეულ სარაკეტო ყუმბარმტყორცნს (RPG) მიაწვდის. ნიდერლანდებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მას შემდეგ შეძლეს, რაც გერმანიამ გადაწყვიტა, აღარ შეუზღუდოს ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთსა და კონკრეტულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები