რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გახსოვთ, რუსები რომ ირწმუნებოდნენ, ომს არ ვიწყებთო?

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

24 თებერვლამდე, მანამ, სანამ რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინას ომს გამოუცხადებდა და ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა, რუსი თანამდებობის პირები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებას არ აპირებდნენ.  

მაგალითად, 6 თებერვალს, სიტუაციის დაძაბვის პარალელურად, რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი ამბობდა, რომ რუსეთს არ ჰქონდა გეგმები, ვინმეს თავს დასხმოდა. 

"ჩვენ ვიმეორებთ, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს, ჩვენს ეს არ გვჭირდება, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. სისულელეა რუსულ აგრესიაზე ილუზიური პროექტების წარმოდგენა" 

20 თებერვალს, პუტინის მიმართვამდე 4 დღით ადრე, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამტკიცებდა, რომ თავდასხმაზე ინფორმაცია მცდარი იყო. 

"ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ვინმეზე თავდასხმას გეგმავს და უსაყვედურებს, რომ ის აგრესიულად იქცევა, აბსოლუტურად უსაფუძვლო და მცდარია"

პესკოვი იმასაც ამბობდა, რომ რუსეთი ისტორიის განმავლობაში პირველი არავის დასხმია თავს. 

"რუსეთი თავისი ისტორიის განმავლობაში არასდროს და არავის პირველი თავს არ დასხმია. რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გამოიარა - ეს არის უკანასკნელი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც სიტყვა "ომის" ხსენებაც სურს".  

უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის ფონზე, როდესაც ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს ან კვირის განმავლობაში შეიჭრებოდა, ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვლადიმირ ჩიჟოვი ამტკიცებდა, რომ შეჭრა არ მოხდებოდა "არც მომდევნო კვირას და არც მომდევნო თვეს". 

"რაც შეეხება რუსეთს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება. არც მომავალ კვირას იქნება ესკალაცია, არც იმის მომდევნო კვირას და არც მომდევნო თვეს. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს"  

ჩიჟოვი ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, თუ "ამის პროვოცირებას არ მოგვიწყობენ".

2021 წლის 23 ნოემბერს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს "აშშ-ს დეზინფორმაციის გავრცელებასა და სიტუაციის დაძაბვაში" ადანაშაულებდა.  

"ბოლო დროს ვაშინგტონელი ჩინოვნიკები აქტიურად აშინებენ მსოფლიო საზოგადოებას, თითქოს, რუსეთი უკრაინის მიმართ "აგრესიისთვის" ემზადება"


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები