რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის მეტრო მხოლოდ თავშესაფარი იქნება, ტრანსპორტი აღარ იმუშავებს

კიევის მეტრო

კიევის მეტრო მხოლოდ თავშესაფარი იქნება, ტრანსპორტი აღარ იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. 

"მეტრო გადავიდა თავშესაფრის რეჟიმზე, ტრანსპორტირება არ განხორციელდება".- წერს კლიჩკო სოციალურ ქსელებში. 

კლიჩკომ ასევე მოუწოდა კიეველებს, დარჩნენ სახლში ან თავშესაფრებში და არ გავიდნენ ქუჩებში.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

უტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

კომენტარები