კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 236 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 18.38%-ია

COVID-19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 926 ტესტი და დადასტურდა 6 236 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 14 909 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 27.63%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.93%.

ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 619 გამოვლინდა, აჭარაში - 371, იმერეთში – 1 019, ქვემო ქართლში – 309, შიდა ქართლში – 427, გურიაში – 293, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 468, კახეთში – 402, მცხეთა-მთიანეთში – 137, სამცხე-ჯავახეთში – 124, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 67.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 104 568.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 584 454 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 477 481 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 097.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პირველი მარტიდან იხსნება რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები