რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT: ევროკავშირი ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის აქტივების გაყინვას აპირებს

სერგეი ლავროვი და ვლადიმირ პუტინი

ბრიტანული გამოცემის Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის აქტივების გაყინვას აპირებს. გამოცემა ინფორმაციას ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ლიდერებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მომდევნო საათებში განიხილავენ.

წყაროს ცნობით, სანქციები პუტინისა და ლავროვისთვის ევროკავშირში მოგზაურობის უფლების აკრძალვას არ ითვალისწინებს, რადგან ევროკავშირს სურს, რომ სიმბოლურად, დიპლომატიური შესაძლებლობებისთვის ღია კარი დატოვოს.

კომენტარები