უკრაინის ქალაქ ჩუგუევში დაბომბვას ბავშვი ემსხვერპლა

ГСЧС

უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში დაბომბვავს არასრულწლოვანი ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო მდგოამრეობის მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, საცხოვრებელ შენობაში ხანძარი მტრული ცეცხლის შედეგად გაჩნდა. ხანძრის საერთო ფართობი 100 კვადრატული მეტრი იყო.

"აფეთქების შედეგად დაიღუპა არასრულწოვანი ბიჭი. არიან დაჭრილები. მაშველებმა აალებული შენობიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს." - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები