ევროპული საქართველო

ბოკერია: ამათი ვერსიით პუტინი ჭირვეული ბავშვია, თუ თვალში არ შეეჩხირები, თავს დაგანებებს

ეს პროპაგანდა გულისხმობს რას, რას გვეუბნება ჩვენივე მთავრობა და ისინი, ვინც ამ ხმას უერთებს ნებისმიერ ასპარეზზე ამ გზავნილს ანუ ივანიშვილის პროპაგანდა, რომ "იცი რა, ნაწილობრივ საქართველოს წინა მთავრობა ან იმისწინა მთავრობა და უკრაინის მთავრობა, დღევანდელი ან წინა მთავრობა იყო დამნაშავე იმაში, რაც მოხდა, იმიტომ, რომ რაღაცას თუ სხვანაირად იზამდნენ, პუტინი შეიძლება, არ მოქცეულიყო ასე ცუდად".

ანუ პუტინი არის ჭირვეული ბავშვი ამ ვერსიით, რომ იქნებ თვალში არ შეეჩხირო, თორემ ისე გაგანებებს თავს, თუ გაძვრები, შეიძლება, ვერ შეგამჩნიოს, ეს არის სისულელე

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში.

კომენტარები