უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

მიტოპოლიტი ეპიფანე: აგრესორი უკრაინის ათასწლიანი ისტორიის გაყალბებას ცდილობს

წმინდა სოფიას ტაძარში იმ დაღუპული მთავრინებისა და მთავრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღსრულდა, რომლებიც კიევის სახელმწიფოს მართავდნენ. მათთვის პატივის მიგება გვახსენებს უკრაინის ათას წელზე მეტი ხნის ისტორიას, რომლის გაყალბებასაც ახლა აგრესორი ცდილობს - გვართმევს სახელმწიფოებრიობის უფლებას. თუმცა, სიმართლა ჩვენკენ არის.

წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ეპიფანე Twitter-ზე. 21 თებერვალს გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა და თქვა, რომ უკრაინა ლენინმა შექმნა და მზად არიან, აჩვენონ "ნამდვილი დეკომუნიზაცია უკრაინისთვის". 

კომენტარები