დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინი უკრაინაზე: ლენინმა შექმნა, მზად ვართ გაჩვენოთ ნამდვილი დეკომუნიზაცია უკრაინისთვის

ეს არის ისტორიული ფაქტი. როგორც ვთქვი, ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად გაჩნდა საბჭოთა უკრაინა, რომელსაც ჩვენს დროსაც კი, სრულად საფუძვლიანად შეგვიძლია დავუძახოთ "უკრაინა ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელით". ის არის მისი ავტორი და არქიტექტორი. ეს სრულებით მტკიცდება არქივული საბუთებით, სასტიკი ლენინური დირექტივების ჩათვლით დონბასის მიმართ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით შეტენეს უკრაინის შემადგენლობაში. 

ახლა კი, "მადლიერმა" შთამომავლებმა აიღეს ლენინის ძეგლები. ამას მათთან დეკომუნიზაციას ეძახიან. დეკომუნიზაცია გსურთ? რა გაეწყობა, ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. მაგრამ არ უნდა გაჩერდე შუა გზაზე. მზად ვართ გაჩვენოთ რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. 

თქვა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმიტ პუტინმა საკუთარ მიმართვაში, რომელშიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები