ლგბტქ ადამიანების უფლებები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ლგბტ აქტივისტი ნათესავმა მოკლა

22 თებერვალს 24 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ლგბტქ აქტივისტი, ავაზ შიხმამედოვი მისმა ნათესავმა, ამრულა გულალიევმა დანით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაფიზლის თავი და სასქესო ორგანოები მოკვეთილი ჰქონდა.

პოლიციის გავრცელებული ვერსიით, გულალიევი მკვლელობის ჩადენისას არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, დაჭრის მოტივად კი პირადი შელაპარაკება სახელდება. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია უცნობია, თუმცა გარდაცვლილის მეგობრებისა და კოლეგების ვარაუდით, მისი სიკვდილის მიზეზი ქვიარ აქტივიზმია. 

ბოლო თვეებში ჟურნალისტი აქტიურად გმობდა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე პოლიციის უმოქმედობას. გასული წლის სექტემბერში ჟურნალისტმა თავი მთავარი პროკურორის ოფისზე ბორკილებით მიიბა. 

"მეც უამრავი კითხვა მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ მკვლელობა აზერბაიჯანის ხელისუფლების დაგეგმილია. გარდაცვლილს ბიძაშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია, რა უნდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი? დამნაშავემ გარდაცვლილს თავი და გენიტალიები მოჰკვეთა. ავაზი აზერბაიჯანში დიდი საფრთხის წინაშე იყო, რაც ლგბტქი ადამიანების სიძულვილით არის განპირობებული". – აღნიშნა მოჰამედმა ქვიართან საუბრისას.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ და სასწრაფო დახმარების მანქანამ უარი თქვა, გარდაცვლილის სხეულის მორგში გადასვენებაზე. მეგობრებმა დამოუკიდებლად მოუწიათ სხეულის გადატანა. 

 

კომენტარები