ტექნოლოგიური გიგანტები

ყველაზე ძვირადღირებული შეთანხმება – MICROSOFT-ი $69 მილიარდად ACTIVISION-ს ყიდულობს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შეთანხმების დადებას და კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Activision-ის 69 მილიარდ დოლარად შეძენას გეგმავს

Activision-ის შეძენის მიზანი კომპიუტერული თამაშების ბაზარზე Microsoft-ის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და XBOX Game Pass-ის პოპულარიზაციაა.

კომპანია Activision-ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი თამაშები, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Overwatch, Diablo, StarCraft და Candy Crush. 

Activision-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა, თამაშების ბაზარზე მას მხოლოდ Tencent და Sony უსწრებენ. ექსპერტების შეფასებით, Microsoft-ის კატალოგში Activision-ის თამაშების დამატება მნიშვნელოვნად გაზრდის XBOX Game Pass-ის გამომწერთა რაოდენობას, რომელიც ამჟამად 25 მილიონს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ქალთა დისკრიმინაციისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებით Activision-ის წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი სარჩელია შეტანილი, რის გამოც კომპანიის აქციების ფასი თითქმის 30%-ითაა შემცირებული. 

კომენტარები