ტექნოლოგიური გიგანტები

მთავრობის დაუმორჩილებლობის გამო, რუსეთის სასამართლომ GOOGLE და META დააჯარიმა 

რუსეთის სასამართლომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, Google და Meta (Facebook) მილიონობით დოლარით დააჯარიმა, რადგან მათ საკუთარი სოციალური პლატფორმებიდან არ წაშალეს ის მასალა, რომელსაც რუსეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანო "უკანონოდ" მიიჩნევდა. 

სასამართლომ Google-ს ჯარიმის სახით 7.2 მილიარდი რუბლის ($98 მილიონი), Meta-ს კი 2 მილიარდი რუბლის ($27 მილიონი) გადახდა დააკისრა. 

მარეგულირებელი ორგანოს, როსკომნადზორის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან გაფრთხილებების მიუხედავად, Facebook-დან და Instagram-იდან არ წაშლილა 2 000-მდე პოსტი, რომელიც წინააღმდეგობაში იყო რუსეთის კანონმდებლობასთან. რაც შეეხება Google-ს, მის პლატფორმებზე 2 600-მდე "აკრძალული შინაარსის" პოსტი ინახება.

ექსპერტების შეფასებით, რუსეთის მარეგულირებელი ორგანო აქტიურად ცდილობს სოციალურ პლატფორმებზე მომხმარებლების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ცენზურის დაწესებას. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანიები ხშირად არღვევენ რუსულ ცენზურას. მარეგულირებლის განკარგულებების დარღვევის გამო, 2021 წელს კომპანია Google-ს 430 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი.
 

 

კომენტარები