ოსკარის რვა გამარჯვებულს დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი საათით ადრე დაასახელებენ

Hollywood Reporter

ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით 8 კატეგორიის გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი საათით ადრე დასახელდებიან.

მთავარ ღონისძიებაზე 24-ის ნაცვლად 16 კატეგორიის გამარჯვებულს გამოავლენენ. სავარაუდოდ შემცირდება შოუს ხანგრძლივობა, რამაც შესაძლოა გაზარდოს შემცირებული რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად ეცემა.

კადრს მიღმა ჯილდოები გადაეცემათ შემდეგი კატეგორიების გამარჯვებულებს:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

საუკეთესო მონტაჟი

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა

საუკეთესო მონტაჟი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

საუკეთესო ხმა

2022 წლის ოსკარებს ჯეინ კემპიონის დრამა ძაღლის ძალაუფლება 12 ნომინაციით ლიდერობს. 10 ნომინაციით მეორე ადგილს დიუნი იკავებს. დაჯილდოების ისტორიაში პირველად შოუს სამი ქალი წამყვანი ეყოლება

ახლო წარსულში აკადემიამ კიდევ ერთი სიახლე შემოიღო. წლევანდელ ოსკარებზე მაყურებლის მიერ არჩეული საუკეთესო ფილმი დასახელდება.

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 94-ე დაჯილდოება მიმდინარე წლის 28 მარტს გაიმართება.

კომენტარები