კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ანეკდოტია, როგორ არის მთავრობა ანტივაქსერი? მილიონობით ლარი გაიღო ბიუჯეტიდან

მეცინება, როცა ამბობენ, რომ მთავრობა ხელს უწყობს, რომ არ იყოს ბევრი ვაქცინირებული და მთავრობა ანტივაქსერია.

ანეკდოტია, როგორ არის მთავრობა ანტივაქსერი, როდესაც სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეულობით მილიონი გაიღო ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ ადამიანებს აეცრა - 200 ლარს აძლევენ ყველას [50 წელს ზემოთ], ვინც პირველ აცრას გაიკეთებს და დამატებით 100 ლარს, ვინც მესამე ბუსტერ დოზას. ამის მერე როგორ არის მთავრობა ანტივაქსერი?

კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პირველ არხზე.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური მონაცემების საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის შტამის, ომიკრონის შემთხვევაში "ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, რადგან აცრის მიუხედავად, მაინც დაინფიცირდა.

კომენტარები