მე-10 მოწვევის პარლამენტი

ზარქუა ენმ-ს ინიციატივაზე: უპრინციპო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე – სიები თვითონ ჩახსნეს

"გამორიცხულია, კატეგორიულად მიუღებელია". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, რომ დეპუტატების, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილის ჩამორთმეული მანდატები მათ პარტიებს დაუბრუნდეს. 

"სიების აღდგენის ნაწილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ, უპრინციპო, რადიკალურ ოპოზიციასთან გვავს საქმე. სიები თვითონ ჩახსნეს, თავიანთი მოთხოვნის საფუძველზე. ხოშტარიას თავისი გადაწყვეტილებისს აფუძლევზე ვუწყვეტთ, ნათელაშვილი 70-ე ხსდომაა და არ გამოჩენილა, დღეს მოუნდა, იმიტომ, რომ მიხვდა, თამაშგარეთ დარჩა". - ამბობს ზარქუა. 

დღეს, 15 თებერვალს პარლამენტის სასესიო სხდომაზე ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთავის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას განიხილავენ. ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიგინგზე თქვა, რომ ჯაფარიძისა და ნათელაშვილისთვის ჩამორთმეული მანდატები გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით უდნა შეივსოს, რომელიც, მიისვე სიტყვებით, "რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებით და ზეწოლით, თუმცა, მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს". 

უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხოშტარიასთვის, ნათელაშვილისა და ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერენ - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.  

"უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. თქვენ იცით, რომ სამი დეპუტატის უფლებამოსილებაზეა საუბარი.ორ შემთხვევაში [ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი] საუბარია სამართლებრივ საფუძველზე, გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია [ბადრი ჯაფარიძე] სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამეტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალიდენლი გადაწყვეტილება".  - თქვა მდინარაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები