საქართველოს პარლამენტი

ოცნება ბადრი ჯაფარიძის, ხოშტარიას და ნათელაშვილისთვის მანდატის შეჩერებას მხარს დაუჭერს

ტაბულა

საპარალამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. თქვენ იცით, რომ სამი დეპუტატის უფლებამოსილებაზეა საუბარი.ორ შემთხვევაში [ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი] საუბარია სამართლებრივ საფუძველზე, გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია [ბადრი ჯაფარიძე] სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამეტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალიდენლი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომა 15 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები