კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 15 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი, დღიური დადებითობა 33.84%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 425 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 623 პირი. 

დღიური მაჩვენებელი არის 33.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.66% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.85%.

გამოვლენილი ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 713 შემთხვევა, აჭარა - 919, იმერეთი - 2 495, ქვემო ქართლი - 828, შიდა ქართლი -698, გურია - 463, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 088, კახეთი - 997, მცხეთა-მთიანეთი - 235, სამცხე-ჯავახეთი - 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 49.

ამ ეტაპზე 190 241 აქტიური შემთხვევაა. 6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1 270 მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი. 


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო იზოლაციის ვადის შემცირებას აპირებს.

კომენტარები