კიმ კარდაშიანი

"საკუთარი თავი ავირჩიე" – კიმ კარდაშიანი ამერიკულ VOGUE-ში

"საკუთარი თავი ავირჩიე" - კიმ კარდაშიანი ამერიკული Vogue-ს მარტის ნომრის ყდაზე მოხვდა და ამავე ჟურნალთან ვრცელ ინტერვიუში საკუთარ ცხოვრებაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 40 წლის გახდა, თავის თავზე უფრო მეტად ფოკუსირდა და მხოლოდ სხვების ბედნიერებისთვის აღარ ცხოვრობს - გადაწყვიტა, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნოს.

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიქცეოდი ისე, რაც სხვა ადამიანებს გაახარებდა. ვფიქრობ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი გავაბედნიერო და ეს ძალიან კარგი გრძნობაა. თუნდაც ამას ცვლილებები მოჰქონდეს და ქმართან დაშორების მიზეზიც იყოს, მაინც მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან გულწრფელი იყო იმის შესახებ, რა განიჭებს ბედნიერებას. მე საკუთარი თავი ავირჩიე. ნორმალურია, თუ შენც ასე მოიქცევი", - თქვა მან.

გარდა ინტერვიუსა, მოდის ჟურნალმა კიმ კარდაშიანის ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად მისი შვილები - ნორსი, სეინტი, ჩიკაგო და ფსალმიც არიან.

 

კომენტარები