კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი პანდემიაზე: იქნებ ჩვენს პლანეტას დასვენება სჭირდებოდა

Getty Images

კიმ კარდაშიანმა ჟურნალ Grazia Magazine-თან საუბრისას ახალი კორონავირუსის პანდემიაზე და თავისი ქმრის, ქანიე ვესტის ინფიცირება გაიხსენა.

კარდაშიანი თვლის, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია, შესაძლოა, ჩვენი პლანეტა დედამიწისთვის დასვენების შესაძლებლობაა.

"მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს პატივს სცემს. იქნებ, ჩვენს პლანეტას დასვენება სჭირდებოდა. იქნებ, ჩვენ ყველას გვჭირდებოდა დასვენება. შეიძლება, ეს გადატვირთვა იყო? ვცდილობ მოვლენებს ამ კუთხიდან ვუყურო". – თქვა მან.

კარდაშიანმა ინტერვიუში ქანიე ვესტის დაინფიცირების ისტორიაც მოყვა - მისი თქმით, მას ვირუსი მაშინ ტომ ჰენქსისა და რიტა უილსონის პარალელურად დაუდგინდა.

"ქანიე იმ დროს დაინფიცირდა, როდესაც არავინ იცოდა რა ხდებოდა. ძალიან საშიში და უცხო იყო. სახლში ოთხ შვილთან ერთად ვიყავი და დამხმარე არავინ მყავდა. მე მისთვის თეთრეული უნდა მეცვალა და წამოდგომაში დავხმარებოდი, როდესაც თავს კარგად არ გრძნობდა. თეთრეულს ხელთათმანებითა და სახის ფარით ვუცვლიდი". – თქვა მან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 35 მილიონ ადამიანზე მეტია ინფიცირებული, გარდაცვლილია 1 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 25 მილიონზე მეტი პაციენტი.

კომენტარები