კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი დაშორდნენ

Guardian

რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და კომიკოსი პიტ დევიდსონი ცხრათვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. 

ვარსკვლავების მეგობრების თქმით დაშორების მიუხედავად წყვილი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

კარდაშიანისა და დევიდსონის ურთიერთობის შესახებ პირველი ინფორმაცია მედიაში გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა. წყვილი ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა ერთად.

ინსაიდერების თქმით დევიდსონი მაქსიმალურად მხარს უჭერდა კარდაშიანს, რომელიც მძიმედ განიცდიდა რეპერ ქანიე ვესტთან განქორწინებას. ვესტი დაშორების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა განქორწინებაზე, ასევე სოციალურ ქსელებში შეურცხყოფას აყენებდა კარდაშიანს და დევიდსონს.

წყვილის ერთ-ერთი მეგობრის აზრით დევიდსონისა და კარდაშიანის დაშორების მიზეზი შესაძლოა ასაკიც ყოფილიყო

 

კომენტარები