კიმ კარდაშიან ვესტი ათობით სხვა ცნობილ ადამიანთან ერთად საპროტესტო მოძრაობა #StopHateforProfit-ს შეუერთდა.
მოძრაობის წევრები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, სიძულვილის ენას და პროპაგანდას ებრძვიან. 16 სექტემბერს ისინი 24 საათის განმავლობაში Facebook-ის და Instagram-is ანგარიშებს გააუქმებენ.
"სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას საზოგადოებაზე სერიოზული გავლენა აქვს". – ამბობს კარდაშიანი.
მოძრაობას ცოტა ხნის წინ ქეითი პერი და ორლანდო ბლუმიც შეუერთდნენ.