ეს მსოფლიო მოვლენაა, სადაც საერთაშორისო ტენდენციებს, საერთაშორისო ფაქტორებს გავლენა აქვთ შიდა პროცესებზე, მათ შორის ინფლაციურ პროცესებზე. მნიშვნელოვანი რა არის: საბიუჯეტო პარამეტრები დასტაბილურებულია, მათ შორის, შემოსულებები იზრდება, მათ შორის, ტურიზმის ნაწილში დაახლოებით 53%-ით აღდგა, 2019 წლის მონაცემს რომ შევადაროთ და მიდის ზრდის დინამიკა.
ეს ჩვენ გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია გვქონდეს დაახლოებით 4-5% და არა 14%-ის ფარგლებში, ასე რომ მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ მიმდინარე წელს, როგორც საბიუჯეტო პროცესები დალაგდება და გაუმჯობესდება, ასევე ინფლაციურ ნაწილში ჩვენ საუკეთესო წელი გვექნება