კორონავირუსი საქართველოში

ღიბრაძე: COVID-პასპორტების გაუქმება შემთხვევების რაოდენობის მომატებით არის განპირობებული

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე ამბობს, რომ მწვანე პასპორტების გაუქმების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მომატებაა.

"როგორც მოგეხსენებათ, თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ეს არის მოსახლეობის არჩევანი და 42% უკავშირდება არა ვაქცინის ვალდებულებას, არამედ მოსახლეობის სურვილს, რომ აიცრას. ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, შესაბამისად, აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებ.   

მწვანე პასპორტის აუცილებლობის გაუქმება განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და, რეალურად, ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის". - ამბობს ის. 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ 1-ელ თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, მწვანე პასორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას "მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" ხსნის.

"თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას". - ამბობს ღიბრაძე.

კომენტარები