ეკონომიკა

2021 წელს საქართველოში 10 000 სამშენებლო ნებართვა გაიცა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს 10 095 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 2019 წლის მონაცემებს 5.6%-ით აღემატება. გასულ წელს ჯამურად 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც 2019 წელთან შედარებით 42.8%-ით მეტია. 

სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9%-ით მეტი) 2 347 ობიექტი, რაც 10%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. 

სამშენებლო ნებართვების 74.4% ქვეყნის ოთხ რეგიონზე მოდის, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8% თბილისზე, 9.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7% - იმერეთის რეგიონზე.

2021 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

 

კომენტარები