პორტუგალია

პორტუგალიაში კოშტას სოციალისტურმა პარტიამ დამაჯარებელი უპირატესობით გაიმარჯვა

REUTERS/Pedro Nunes

პორტუგალიის მემარცხენე ცენტრისტრისტულმა სოციალისტურმა პარტიამ საყოველთაო არჩევნებში სრული საპარლამენტო უმრავლესობაა მოიპოვა

არჩევნები ნოემბერში მას შედმეგ დაინიშნა, რაც ყოფილი კომუნისტური მემარცხენე პარტია და მემარცხენე ბლოკის მოკავშირეები მემარჯვენეებთან ერთად მთავრობის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების წინააღდეგ წავიდნენ.  არჩევნებში ორმა ულტრა მემარცხენე პარტიამ მანდატთა ნახევარი დაკარგა.

სოციალისტებმა ხმათა 41.7%, მემარჯვენა ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატებმა - 28% მოიპოვა. კოშტას პარტიამ 117 მანდატი მოიპოვა, მაშინ, როცა 2019-ის არჩევნებში 108-ს ფლობდა. სოციალისტური პარტია დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას. 

"აბსოლუტური უმრავლესობა არ ნიშნავს აბსოლუტურ ძალაუფლებასა და  მარტო მართვას. ეს გაზრდილი პასუხისმგებლობაა და გულისხმობს მართვას ყველა პორტუგალიელთან ერთად". - თქვა პორტუგალიის პრემიერმინისტრმა გამარჯვების შემდეგ სიტყვის წარმოთმისას. 

ანტონიო კოსტა 2015 წელს, 2011-2014 წლების ეკონომიკური კრიზის შემდეგ, მოვიდა ხელისუფლებაში. კოსტას მმართველობისას ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური ზრდის პერიოდი იყო, რამაც ხელი შეუწყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას. თუმცა, პორტუგალია დასავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება და პანდემიასთან გამკლავებისთვის დამოკიდებულია ევროკავშირის ფონდებზე. 

კომენტარები