2022 წელს გარდაცვლილები

რუსი მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა

Korenspondent

85 წლის ასაკში რუსი მსახიობი ლეონიდ კურავლიოვი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ფილტვების ანთება გახდა, თავდაპირველად ექიმებს კორონავირუსზე ჰქონდათ ეჭვი, თუმცა მსახიობს Covid-19 არ დაუდასტურდა.

კურავლიოვს საბჭოთა და რუსულ ფილმებში 200-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. განსაკუთრებული პოპულარობა კომედია ივან ვასილის ძე პროფესიას იცვლის შესრულებული ჟორჟ მილოსლავსკის როლმა მოუტანა. მოგვიანებით მთავარი როლი ითამაშა გიორგი დანელიას ტრაგიკომედიაში აფონია.

შესრულებული აქვს როლები ფილმებში მიმინო, შეხვედრის ადგილი უცვლელია, ვიი. 

კომენტარები