კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი ეპიდსიტუაციაზე: მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული

ახლა ვართ ძირითადი გავრცელების ფაზაში, ძალიან ბევრი ინფიცირებულია, რომელთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ძირითადი დატვირთვა მოდის ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე, რომელიც მოიცავს ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს. მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული, გამოჩნდება თუ რამდენად დამძიმდება პაციენტთა მდგომარეობა და სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას.

ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. გასულ დღე-ღამეში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 26.5%.

კომენტარები