ჩოგბურთი

ნიკ კირიოსმა ატირებულ ბავშვს, რომელსაც ბურთი მოარტყა, ჩოგანი აჩუქა – [VIDEO]

ნიკ კირიოსი ავსტრალიის ღია პირველობას ერთეულთა თანრიგში გამოეთიშა, თუმცა დიდი სლემზე ასპარეზობას წყვილთა თანრიგში კვლავ აგრძელებს. ბოლო შეხვედრაში სპორტსმენის მიერ მოგერიებული ბურთი შემთხვევით არასრულწლოვან მაყურებელს მოხვდა. ატირებულ ბავშვს ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა საკუთარი ჩოგანი აჩუქა.

კირიოსი ავსტრალიელი ჩოგბურთელია, რომელმაც პროფესიონალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. ამ დროისთვის სპორტსმენი რეიტინგში 115-ე ადგილს იკავებს, მისი საუკეთესო შედეგი ATP-ის რეიტინგის მე-13 ადგილია.

კომენტარები