აფეთქება

განაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი გარდაიცვალა

განაში მასშტაბური აფეთქების შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი გარდაიცვალა, სულ მცირე 380 კი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალაქ ბოგოსოში სატვირთო მანქანა, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ოქროს საბადოსკენ გადაჰქონდა, მოტოციკლს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც შესაძლოა დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

კომენტარები