გირჩი - მეტი თავისუფლება

ჯაფარიძე ღარიბაშვილს: ჩადი უკრაინაში, მხარი დაუჭირე, თქვი, რომ იგივე ხდება, რაც აქ 2008-ში

ირაკლი ღარიბაშვილო, გერბზე რომ გვიწერია "ძალა ერთობაშია", ეგ მარტო ჯოკერში "პარა-პარაზე" ვრცელდება?

ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი გაქვს, გამოჩნდე, როგორც ღირსებისა და ღირებულებების მქონე ლიდერი და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე. 

მერე როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ, როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნსი წარმომადგენელს. განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში, ან შენ შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს. მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებიობდიო, და ესაა პოლიტიკა. ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა, ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს. 

წერს Facebook-ზე გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში უკრაინაში შესაჭრელად ემზადება. 

კომენტარები