ჩვენმა ბავშვებმა ამ 2 წლის მანძილზე იმდენი გადაიტანეს - სკოლაში და ბაღში სიარული ბავშვისთვის არ არის მარტო სწავლა, ეს არის ამ ბავშვების სოციალიზაცია. ამაზე ჩემზე კარგად, მგონი, ფსიქოლოგები ილაპარაკებენ, მე არ მიყვარს სხვის სფეროში შეჭრა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ომიკრონზე უფრო მეტი ზიანი ჩვენს ბავშვებს, შეიძლება, მიაყენოს იზოლაციამ.
არჩევანი არის ყველა სკოლაში - მშობელი თუ გადაწყვეტს, შეუძლია, ბავშვი ჰყავდეს ონლაინ, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ სანამ შესაზლებელია სკოლაში სიარული, [იარონ]. წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან კეთდება, თუ სადმე რამე არის, კლასი იხურება, ზოგჯერ, სკოლაც. რა სჯობს ბავშვისთვის, რომელი უფრო მაღალი რისკის შემცველია ბავშვის განვითარებისთვის - ეს არის ყველაფერი გასარკვევი.