ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ბოკერია: ახლა რომ არ დაიჭირეს 2 პოლიტიკური ლიდერი, არ ნიშნავს, რომ არსებითად წინ წავიწიეთ

მხოლოდ მოხარული ვარ რომ ეს ადამიანები [მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი]  ციხეში არ არიან, თუმცა ეს არ არის გამარჯვება და მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, ის, რომ ახლა არ დაიჭირეს ორი პოლიტიკური ლიდერი, არ ნიშნავს, რომ არსებითად წინ წავიწიეთ, პირიქით, ძალიან მძიმე ვითარებაშია ქვეყანა და ამ ვითარებიდან დასჭირდება ძალისხმევა და არა ზედაპირული თავის მოტყუება, ან აყოლა პოპულიზმში ივანიშვილის რეჟიმს.  სასამართლო როგორც მოიქცა დღეს არის დასტური, რომ როდესაც პოლიტიკურად საჭიროდ ჩათვლის რეჟიმი ვინმეს დაჭერას, ეს აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება და არ არსებობს არანაირი მუხრუჭები. 

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს.

კომენტარები