ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ხაზარაძე: ვთხოვ დამოუკიდებელ იურისტებს, დღევანდელი სასამართლო პროცესის შეფასება გააკეთონ

ეს არის უაზრობა, რაც დღეს გააკეთეს, ეს არის იურიდიული ნონსენსი და კაზუისტიკაა. მე მინდა ვთხოვო, არაჩვეულებრივი იურისტები გვყავს, რომლებიც პოლიტიკაში არ არიან ჩართულები და იქნებ რაღაც კონფერენციასავით უბრალოდ მოიწვიოთ, ერთი ხუთი-ათი კაცი შეიკრიბოთ, უამრავი იურისტია. მე მინდა, რომ დამოუკიდებლად შეიკრიბონ და დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღო მოსამართლემ, ამის შეფასება დამოუკიდებელმა იურისტებმა გააკეთონ. საზოგადოება მიხვდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და გავასაჩივრებთ სტრასბურგამდე, რადგან თადუმაძის იმედი აქ გასაგებია, რომ არ მაქვს და ეს რომ ჩამოკიდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვიჭირონ, არ გვადარდებს.

თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს.

კომენტარები