ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ჯაფარიძე: სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, არანაირი დანაშაული არ არსებობს

ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის, რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა მუხლი, ფულის გათეთრების, მოახდინა გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ, ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 

კომენტარები