კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მცირდება საკარანტინო და იზოლაციის ვადები კონტაქტებისა და ინფიცირებულებისთვის

საკარანტინო და იზოლაციის ვადების შემცირებაზე პროტოკოლი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს. ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებული პირების. ასევე გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ განვიხილავთ ერთობლივად ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან. შემდეგ მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, რომ შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის ინფიცირებულისა და კონტაქტებისთვის სავალდებულო იზოლაციის ვადა 10-12 დღეა.

კომენტარები