ბირთვული იარაღი

ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფო – აშშ, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ომის თავიდან აცილება და სტრატეგიული რისკების შემცირება ერთ-ერთ უპირველეს პასუხისმგებლობად მიიჩნევა.

"ბირთვული ომი არასდროს არ უნდა მოხდეს და მისი მოგება შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას ექნება ფართო მასშტაბური შედეგები, ვადასტურებთ, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ უნდა ემსახურებოდეს თავდაცვით მიზნებს, აგრესიის შეკავებას და ომის თავიდან აცილებას. ჩვენ მყარად გვწამს, რომ ასეთი სახის იარაღის გავრცელება უნდა იქნებს თავიდან არიდებული. 

ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული ღონისძიებები ბირთვული იარაღის უნებართვო და გაუთვალისწინებელი გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ვადასტურებთ სამიზნედან ამოღების შესახებ ჩვენი წინა განცხადებების ვალიდურობას და რომ ჩვენი არცერთი ბირთვული იარაღი არ არის დამიზნებული ერთმანეთის, ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ ყველა სახელმწიფოსთან ერთად მუშაობის სურვილს, რათა შევქმნათ უსაფრთო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს განიარაღებასა და საბოლოო მიზნის მიღწევას, რაც გულისხმობს სამყაროს ბირთვული იარაღის გარეშე. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბილატერალური და მულტილატერალური დიპლომატიური მიდგომების ძიება, რათა თავიდან ავირიდით სამხედრო კონფრონტაციები, გავაძლიეროთ სტაბილურობა და თავიდან ავიცილოთ ბირთვული რბოლა, რაც არ წაადგება არავის და ყველას საფრთხეში ჩააგდებს. ჩვენ ვაგრძელებთ კონსტრუქტიულ დიალოგს ერთმანეთის პატივისცემითა და უსაფრთხოების ინტერესებისა გათვალისწინებით". – წერია განცხადებაში

კომენტარები