ბირთვული იარაღი

რუსეთის დუმამ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმების გაუქმებას მხარი დაუჭირა

РС-28 სარმატის ტიპის რაკეტა წითელ მოედანზე

დუმის დეპუტატებმა პირველი მოსმენით ბირთვული იარაღის გამოცდების აკრძალვის შეთანხმების გაუქმებას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას გამოცემა Mediazona დუმის ქვედა პალატის ტელეგრამის არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოქტომბრის დასაწყისში ვლადიმირ პუტინი რატიფიცირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. ვალდაის ფორუმის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ "აშშ-სგან განსხვავებით რუსეთში ბირთვული იარაღის გამოცდების შეთანხმება რატიფიცირებულია და თეორიულად შესაძლებელია ამ რატიფიცირების უკან გაწვევა".

მოგვიანებით დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი შეთანხმების გაუქმების შესახებ. 

"23 წელია ველოდებით ვაშინგტონს. რა არის ეს? ორმაგი სტანდარტები და უპასუხისმგებლობა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ საქციელს". – თქვა ვოლოდინმა.

ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი 187 სახელმწიფოს აქვს მოწერილი, მათგან 178 რატიფიცირებულია. რუსეთმა ხელშეკრულებას 1996 წელს მოაწერა, რატიფიცირება კი 2000 წელს მოხდა.

რატიფიცირებული არ აქვს აშშ-ს, ჩინეთს, ირანს, ისრაელს და ეგვიპტეს, ხოლო ხელშეკრულებზე ხელი არ მოუწერიათ ინდოეთს, პაკისტანსა და ჩრდილოეთ კორეას.

კომენტარები