კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ომიკრონის 63 შემთხვევა გვაქვს, მძიმე არცერთი არ არის, უმრავლესობა აცრილია

ლაბორატორიულად ომიკრონის 63 შემთხვევაა დადასტურებული. ჩვენ უკვე ვანგარიშობთ, ყოველკვირეულ PCR-დადებითებში რამდენი პროცენტი აქვს ომიკრონს და, დაახლოებით, 1.1%-ის ფარგლებში მერყეობს, ოდნავ კიდევ მეტი. ეს პროცენტი ყოველდღიურად შეიცვლება, მოგეხსენებათ ომიკრონის გაორმაგების, რეპლიკაციის პერიოდი ძალიან მოკლეა და სწრაფად ვრცელდება. ვპროგნოზირებთ, რომ სადღაც 2-3 კვირის ფარგლებში ის, შესაძლებელია, ჩვენს ქვეყანაშიც გახდეს დომინანტი დელტასთან მიმართებაში. 

ამ 63 ომიკრონდადებითი შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია და თითქმის ყველას კონტაქტების და ყველას ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს, მძიმე არცერთი არ გახლავთ. უმრავლესობა აცრილია. 6-ს ჰქონდა დაავადება გადატანილი, ანუ რეინფექცია არის. 18 წლამდე იყო 5 მოზარდი და ბავშვი. სტაციონარში არის მხოლოდ, თუ არ მეშლება, 3 ადამიანი, მაგრამ არა იმისთვის, რომ მათ სტაციონარში მკურნალობა სჭირდებათ, იქ არის სხვა ფაქტორები, გამოკვლევებისთვის, რადგან თანმხლები დაავადებები აქვთ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. 

კომენტარები