მიგრანტების კრიზისი

წითელი ნახევარმთვარე: ლიბიაში სანაპიროზე 27 მიგრანტის გვამი გამოირიყა

დასავლეთ ლიბიის სანაპიროზე ევროპისკენ ხმელთაშუა ზღვის გადაცურვით მიმავალი 27 მიგრანტის გვამი გამოირიყა. ინფორმაციას წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივი ოფისი ავრცელებს.

გვამები საზღვაო ქალაქ ხომსში, ორ სხვადასხვა ადგილას გამოირიყა, მაშველებმა 3 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, დაკარგულების ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ლიბია აფრიკული ქვეყნებიდან ევროპისკენ მიმავალი მიგრანტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაა. გაეროს მიგრაციის სააგენტოს ცნობით, 2021 წელს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ მარშრუტზე 1500-მდე მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები