მიგრანტების კრიზისი

გერმანიაში მიგრანტებით სავსე ფურგონის ამოტრიალებას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში მიგრანტებით სავსე ფურგონის ამოტრიალებას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, 16 ადამიანი კი დაშავებულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა გერმანიის სამხრეთ ნაწილში ავტომაგისტრალზე სიჩქარის გადაჭარბების მას შემდეგ მოხდა, რაც ფურგონს პოლიცია აედევნა. მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ფურგონში მძღოლთან ერთად 22 მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვები. დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ფურგონი ავსტრიული ნომრებით გადაადგილდებოდა, ადამიანების კონტრაბანდული გზით გადაყვანაში ეჭვმიტანილი მძღოლი კი ამ ეტაპზე ერთ-ერთ საავადმყოფოში იღებს დახმარებას.

კომენტარები