საფრანგეთის პოლიციის ცნობით, საფრანგეთიდან ინგლისის მიმართულებით ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, რეზინის გემზე 60-მდე ადამიანი მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის, ერიტრიიდან, სუდანიდან, სიირიდან და ირანიდან.
საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ შაბათ-კვირას მშვიდი ამინდის დადგომასთან ერთად, სრუტის გადაკვეთის მცდელობები გაიზარდა. კერძოდ, შაბათს ჯამში ლა-მანშის გადაკვეთა 801-მა ადამიანმა სცადა, რაც მიმდინარე წელს ერთ დღეში დაფიქსირებული რიგით მეორე ყველაზე დიდი რაოდენობაა. 18 ივნისს სრუტე 882-მა ადამიანმა გადაკვეთა.
2 კვირის წინ, მიგრანტების მიერ ლა-მანშის გადაკვეთის მცდელობას 12 ადამიანი, მათ შორის, 6 ბავშვი და ერთი ორსული ქალი ემსხვერპლა.
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს ლა-მანშის სრუტე 23 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.





