ღამის კლუბები

ორაშვილი: ამ წუთებში ლუქავენ ბასიანს და თუ არ ვცდები, თბილისში არსებულ თითქმის ყველა კლუბს

კლუბ Bassiani-ს დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ბასიანსა და თბილისში არსებულ თითქმის ყველა კლუბს ამ წუთებში ლუქავენ. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს", - წერს ორაშვილი.

Khidi-ს წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე წერს, რომ დასალუქად სამ კლუბში - Bassiani-ში, Khidi-სა და Monohall-ში არიან მისულები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს თქვა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.

თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

კომენტარები