პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

ბოკერია: მიკვირს იმ ხალხის, ვინც იმედები გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც პროცესი დაიწყო

გიგა ბოკერია

"ძალიან მიკვირს იმათი, ვინც გააკეთა განცხადებები, რომლითაც იმედები გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც პროცესები დაიწყო, რომელიც იმ კატასტროფიდან გამოგვიგვანს, სადაც ახლა არის ქვეყანა". - ამის შესახევ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

მისი განმარტებით, ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი, რომელიც "ეროვნულ თანხმობას" მოიაზრებს, მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმოხტვას არ უკავშირდება. 

"ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება და ვერც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას, ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტის მხრიდან მოწვევის, მისი ზოგადად იდეების, რომ ასეთი პროცესები საზოგადოებაში უნდა მიდიოდეს, თანხმობაზე მუშაობა, მაგრამ სანამ ეს უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო, ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ჩემი აზრით, ზოგადად, რაიმე სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზე თანხმობაც გაჭირდება, ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება ამ ამბავს. ამიტომ, ძალიან მიკვირს იმათი, ვინც გააკეთა განცხადებები, რომლითაც იმედები გაუჩინა საზოგადოებას, რომ რაღაც პროცესები დაიწყო, რომელიც იმ კატასტროფიდან გამოგვიგვანს სადაც ახლა არის ქბვეყანა. 

თუ სწორად გავიგე, ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა, ეს რიტორიკა პრეზიდენტის, ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს, მათი სურვილის გარეშე, რომ რაიმე შეიცვალოს შეუძლებელია, თუ მათი იძულება არ მოხდა და მათი იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებებით. ამის გარეშე არაფერი შეიცვლება". - ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, დღეს ქვეყანა უფსკრულის პირას იმყოფება და მდგომარეობის განსამუხტად საჭიროა საზოგადოებაში ცვლილებები. 

"ჩვენ ჩემი აზრით ვართ უფსკრულის პირას და ამ ამბის შემოტრიალებას სჭირდება საზოგადოებაში ცვლილებები, რომ გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, ხარისხი და შრე, რომელიც წნეხს მოახდენს ივანიშვილის რეჟიმზე და აიძულებს მას, ეს კურსი შეცვალოს ქვეყნის შიგნით და გარეთ. 

ეს პროცესი ამ ვითარების განმუხტვამდე ვერ და არ მივა. 

მე მგონია, რომ ზოგადად ადამიანები, ზოგჯერ, კარგი ადამიანებიც, როცა რთული ვითარებაა სასოწარკვეთაში ვარდებიან და უნდათ, რომ ხავსს მოეჭიდონ, მედიაშიც ვხედავ ამას, არის სათაურები - დიდი პროცესის დასაწყისი და ყველა ელოდება, როგორ გადაწყდება და შემდეგ არის ხოლმე დიდი იმედგაცრუებები". - ამბობს ბოკერია. 


სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა.

 

კომენტარები